ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში შშმ პირთა შემოქმედებითი საღამო მოეწყობა

24 ოქტომბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში შშმ პირთა შემოქმედებითი საღამო მოეწყობა

ქუთაისში შშმ პირთა შემოქმედებითი საღამო მოეწყობა. ღონისძიება 3 დეკემბერს არის დაგეგმილი. აღნიშნულის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია 10 000 ლარიან ტენდერს აცხადებს.

ღონისძიების ფარგლებში შშმ პირების მონაწილეობით სპექტაკლისა და კონცერტის ჩატარება, ასევე ხელთნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა იგეგმება. ღონისძიებაში მონაწილე შშმ პირები საყოფაცხოვრებო ტექნიკით დასაჩუქრდებიან. საღამო ფოიერვერკით დასრულდება.

თეგები: კონკურსი / ანონსიშშმ პირი