საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს თბილისში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, ჰაერის ტემპერატურა კი +4o С იქნება. ნალექი, ზოგან თოვლის, ზოგან თოვლ-ჭყაპის სახით დღის განმავლობაში მთელ საქართველოში შენარჩუნდება.
ხვალიდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +10o С-მდე აიწევს.
29 ოქტომბრიდან კი კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.