შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

31 ოქტომბერი, 2016 • ირინა მაკარიძე • 23

ქუთაისში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

სამივე ოლქის მანდატი მმართველი გუნდის კანდიდატებმა მიიღეს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უკვე ცნობილია, 50 ოლქიდან “ქართულმა ოცნებამ” 48 მანდატი მოიპოვა.

ქუთაისის სამივე სამაჟორიტარო ოლქის მანდატი ქართული ოცნების კანდიდატებმა მიიღეს.

#47 ოლქში გაიმარჯვა ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა გენადი მარგველაშვილმა. მან ხმების 69,25% მიიღო, რაც 11 313 ხმაა, მისმა კონკურენტმა გია თევდორაძემ ხმების 30, 75% მიიღო, მას სულ 5023 ადამიანმა დაუჭირა მხარი.

48 მაჟორიტარულ ოლქში დიმიტრი მხეიძემ ხმების 75,28 % მიიღო, რაც 11 727 ხმაა, აკაკი ბობოხიძემ კი 24,72% მიიღო. მას ხმა 3851 ადამიანმა მისცა. #49 სამაჟორიტარო ოლქში გიგი წერეთელმა 32, 67% მიიღო, რაც 5 733 ხმაა. კობა ნარჩემაშვილს კი მხარი 11 813 ადამიანმა დაუჭირა, რაც ხმების 67,33 % შეადგენს.

თეგები: არჩევნები