სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„მეორე ტურში ხელისუფლებასთან დამარცხება არ მიკვირს“(VIDEO)

31 ოქტომბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

„მეორე ტურში ხელისუფლებასთან  დამარცხება არ მიკვირს“(VIDEO)

„მეორე ტურში დამარცხება არ მიკვირს“-აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 48-ე ოლქში აკაკი ბობოხიძემ. ბობოხიძის განცხადებით, ქუთაისმა გააკეთა თავისი არჩევანი. მან დიმიტრი მხეიძეს გამარჯვება მიულოცა.

„ეს არჩევანი ქუთაისმა გააკეთა და მინდა მივულოცო დიმიტრი მხეიძეს და ვუსურვო იყოს წარმატებული ქვეყნის, ქალაქის, წარმატებული მაჟორიტარი დეპუტატი. არაა გასაკვირი მეორე ტურში ხელისუფლებასთან წაგება. ჩვენ არ გადავწყვეტდით არჩევნების ბედს, გადაწყვიტა ამომრჩეველმა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძემ არჩევნებში 24,72% მოიპოვა.

თეგები: აკაკი ბობოხიძემეორე ტური