სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ტურისტული ლოგოს შერჩევა ერთი თვით გადაიდო

1 ნოემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ტურისტული ლოგოს  შერჩევა ერთი თვით გადაიდო

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შერჩევა ერთი თვით გადაიდო. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ტურისტული ლოგოს შესარჩევად შეხვედრები უნდა გაიმართოს, რათა მოხდეს ნამუშევრების შესწავლა და გამარჯვებულის გამოვლენა.

შეგახსენებთ, 10 წევრიანი კომისია მერის თავმჯდომარეობით გამარჯვებულს სამი ნამუშევრიდან შეარჩევს. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 54 ლოგო და 33 სლოგანი შევიდა. ამათგან კომისიის მიერ სამი შეირჩა. ერთ თვეში გახდება ცნობილი, როგორი სახის ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება ქალაქს.

გამარჯვებული ლოგოს ავტორი 5 000, სლოგანის 1 000 ლარით დაჯილდოვდება.

თეგები: ლოგო