ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ტორპედომ” “გურია” 5:0 დაამარცხა

7 ნოემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

“ტორპედომ” “გურია” 5:0 დაამარცხა

საქართველოს ჩემპიონატის უმალღესი ლიგის მე-12 ტური ქუთაისში დასრულდა, სადაც “ტორპედომ” ლანჩხუთის “გურია” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

ქუთაისელებმა სწრაფი გოლის გატანა მე-11 წუთზე მოახერხეს და ოლეგ მამასახლის ზუსტი დარტყმით პირველი ნახევარი მინიმალური უპირატესობით მოიგეს. შესვენების შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა 49-ე წუთზე ორამდე ბექა ტუღუშმა გაზარდა.

78-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილმა ლანჩხუთელთა კარში მესამე გოლი გაიტანა, რასაც 82-ე და 84-ე წუთებზე თორნიკე კაპანაძის დუბლი მოჰყვა.

ამ გამარჯვებით საქართველოს თასის ფინალში გასულმა “ტორპედომ” “გურიასთან” ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

წყარო

თეგები: 5:0გურიადაამარცხასპორტიტორპედოქუთაისი