შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქუთაისი 2010”-მა თბილისის “ოლიმპი” დაამარცხა

7 ნოემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 22

“ქუთაისი 2010”-მა თბილისის “ოლიმპი” დაამარცხა

ამ გამარჯვებით ქუთაისი გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა.

სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი ”ქუთაისი 2010“ და თბილისის “ოლიმპი” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

თამაში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. პირველი ორი პერიოდი “ოლიმპის” გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მე-3, მე-4 პერიოდში ქუთაისელმა კალათბურთელებმა მობილიზება გამოიჩინეს და ოსტატობის ხარჯზე მოწინააღმდეგე საბოლოო ანგარიშით 80-ით 71 დაამარცხეს.

ამ გამარჯვებით ქუთასი ჯერჯერობით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

თამაში ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა.

ქუთაისის საკალთბურთო გუნდმა გასულ წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

თეგები: კალათბურთისპორტიქუთაისი