სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ამოქმედდება თუ არა ქუთაისის სკოლებში საცურაო აუზები?

9 ნოემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ამოქმედდება თუ არა ქუთაისის სკოლებში საცურაო აუზები?

“ქუთაისის 7 სკოლაში, გაუქმებული საცურაო აუზები ნაგვის ბუდედ არის ქცეული”,-ამის შესახებ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ ქალაქის საშუალოვადიანი სტრატეგიის – „ქუთაისი 2021“-ის განხილვაზე განაცხადა.

ვაშაკიძის თქმით, კარგი იქნება თუ საცურაო აუზები აღდგება და თავის ფუნქციას დაიბრუნებს. აღნიშნულ იდეას დადებითად აფასებს ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელის პაატა კლდიაშვილი, თუმცა მისი თქმით, საკითხი განათლების სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს.

თეგები: აუზიბადრი ვაშაკიძენაგვის ბედესკოლა