ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ნაციონალების“ ლიდერების ნაწილი „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა – გუბაზ სანიკიძე

12 ნოემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

„ნაციონალების“ ლიდერების ნაწილი  „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა – გუბაზ სანიკიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ერთი ნაწილი გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის გაკრეფა მოხდა, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ გეგმის ნაწილია „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ სააკაშვილის გარიყვა და გიგა ბოკერიას გაძლიერება.

„ვიცით, ვინ არის ავტორი – იდეები მოდის ბიძინა ივანიშვილისგან და განხორციელება მოხდა უსაფრთოების სამსახურის მიერ. ეს არჩევნები ჩაატარა სუს-მა. იმუშავეს შანტაჟით, დაშინებით, მათ შორის, რომ მიშა მოდის. გეგმა იყო გაცხადებული – 100 მანდატზე ნაკლები არ დავინახოო. რა თქმა უნდა, მოინდომეს და მონდომებამ იცის გეგმის გადაჭარბებით შესრულება. გეგმა გადაჭარბებით შესრულდა მამლუქების მიერ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, დღეს ჩვენ მივიღეთ ორპარტიული სისტემა დე იურედ, მაგრამ დე ფაქტოდ – ერთპარტიული, ვინაიდან საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს ერთ პარტიას და ეს, პირველ რიგში, ამ პოლიტიკური ძალისთვისვე სახიფათოა.

„მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ – დღეს პოლიტიკური პროცესი ისევ ქუჩაშია. ყველა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ქუჩას ვერ აკონტროლებს“, – დასძინა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძემ “ეროვნული ფორუმი” დატოვა, თუმცა პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მისი განცხადებით, “ხელს შეუწყობს დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბებას”.

თეგები: გუბაზ სანიკიძენაციონალური მოძრაობაპოლიტიკაქართული ოცნება