ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“იმერეთში 23 ათასამდე შშმ პირია”

14 ნოემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

“იმერეთში  23 ათასამდე შშმ პირია”

ქუთაისში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო “საქართველო” ახალ პროექტს იწყებს, რომელიც შშმ პირთა პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტის პრეზენტაცია გაიმართა დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან. პროექტი იმერეთის 13 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, რომლის ხანგრძლივობაც 3 წელია.

„იმერეთის მასშტაბით 23 ათასამდე შშმ პირია, ამიტომაც გადავწყვიტეთ პროექტის იმერეთში განხორციელება. პროექტის განხორციელების შედეგად მომზადდება კვლევა, თუ რამდენად ხდება შშმ პირთა ჩართვა არჩევნებში, რამდენად ინფორმირებულები არიან და ხდება თუ არა საარჩევნო უფლებების რეალიზება. კვლევაში მითითებული იქნება ინფორმაცია შშმ პირთა საჭიროებების შესახებ“,-აღნიშნა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს “საქართველო” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რურუამ.

პროექტი USAID და საიას მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია შშმ პირთა პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების რეალიზაციების ხელშეწყობა, არჩევნებში ჩართვა და გააქტიურება.

თეგები: არჩევნებიქუთაისიშშმ პირი