ქუთაისის მერია შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საახალწლო ნობათებს ყიდულობს.
ბავშვებისათვის საახალწლო საჩუქრების შესასყიდად ადგილობრივი თვითმმართველობა 6 480 ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელი ვალდებულია მოამზადოს 800 ცალი სასაჩუქრე ყუთი, რომელზეც უნდა იყოს წარწერა, – “ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობა-ახალ წელს!”
თითო ბავშვის სასაჩუქრე ნობათს დაახლოებით 8 ლარი უწევს.
სასაჩუქრეები გაფორმებული იქნება საახალწლო თემატიკით, ყუთში ნობათთან ერთად ბავშვებს მისალოცი ბარათებიც დაურიგდებათ.