სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აბონენტების ნაწილს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება

21 ნოემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის  აბონენტების ნაწილს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება

ამ დროისათვის ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება, ამის შესახებ “ნიუპრესს” ადგილობრივებმა შეატყობინეს.

როგორც სოკარ ჯორჯიაში აცხადებენ, გამანაწილებელ ქსელზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება დილიდან შეუწყდა როდძევიჩის, ჯიბლაძის, ხახანაშვილის, უზნაძის თამარ მეფის ქუჩის ნაწილს, პუშკინის და სხვა ქუჩებს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაოები მიმდინარეობს და გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება, სავარაუდოდ, 18 საათამდე.

თეგები: გაზიმიწოდებასოკარ კორჯიაქუთაისიქუჩა