ქუთაისის სპორტის სასახლეში თბილისის “დინამოს” და “ქუთაისი 2010” მატჩი ჩაიშალა. არსებული ინფორმაციით, პირველი მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა კალათბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც მატჩი ჩაიშალა. თუ როდის განახლდება შეხვედრა, ჯერ-ჯერობით უცნობია
ცნობისთვის, “დინამო” წაუგებლად ლიდერობს სუპერლიგას, “ქუთაისი 2010” კი მე-2 პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში. ეს გარემოება უფრო მეტად აღვივებს მატჩის ინტრიგას. მოქმედი ჩემპიონი დინამოელთა ექვსმატჩიანი წარმატებული სერიის შეწყვეტას ეცდება.