სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაპირისპირების გამო ჩაშლილი მატში შეიძლება აღარ ჩატარდეს

30 ნოემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

დაპირისპირების გამო ჩაშლილი მატში შეიძლება აღარ ჩატარდეს

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის სპორტის სასახლეში თბილისის “დინამოს” და “ქუთაისი 2010” მატჩი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ გადაწყდება, განახლდება თუ არა თამაში.

შეგახსენებთ, თამაშის პირველი მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა კალათბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი მიმართულებით მკვრივი საგნების სროლა დაიწყეს, რის გამოც მსაჯებმა თამაში შეწყვიტეს.

ცნობისთვის, “დინამო” წაუგებლად ლიდერობს სუპერლიგას, “ქუთაისი 2010” კი მე-2 პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში. ეს გარემოება უფრო მეტად აღვივებს მატჩის ინტრიგას.

თეგები: კალათბურთიმატჩისპორტი