ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

6-8 დეკემბერს საქართველოში ქარბუქია მოსალოდნელი

5 დეკემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

6-8 დეკემბერს საქართველოში ქარბუქია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში -15 გრადუსამდე;
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი, დღისით კი ცივი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -6;-1; მაღალმთაში – -17 გრადუსამდე ყინვა შენარჩუნდება.

7 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვლი. ღამით ყინვა იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღის ბოლოს შესაძლოა მოთოვოს.

8 დეკემბერს ასევე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. მთებსა და მაღალმთაში ყინვა დღისითაც იქნება, დაბლობსა და ბარში კი ყინვა ღამით დაფიქსირდება.

6-8 დეკემბერს საქართველოს მაღალმთიან რაიონებში პერიოდულად ქარბუქი იქნება.

თეგები: ამინდი