სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წიწვოვანი ხეების მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

6 დეკემბერი, 2016 • ნიუპრესი • 1

წიწვოვანი ხეების მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

წიწვოვანი ხეების მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე.

ხე- ტყის უკანონო მოპოვებაზე განსაზღვრულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ამას ემატება გარემოზე მიყენებული ზიანი. გააჩნია ამ ხე-ტყის ღირებულებას, წიფელია, რცხილა თუ წიწვოვანი მცენარე. ამის შემდეგ დაანგარიშდება რა ზიანი მიადგა გარემოს და შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს პირის დაჯარიმების საკითხიც.

აღნიშნული უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, უარი თქვან წიწვოვნების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები გატარდება.

თეგები: ახალი წელიკონტროლიმოჭრაწიწვოვანი