ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდასა და საწვავის ფასების მატებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, საწვავზე ფასების მატება ქვეყანაში გადაადგილებას შეუძლებელს გახდის. იმ შემთხვევაში კი თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მძღოლები მასობრივი და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. მათი თქმით, საწვავზე ფასების მატებით ქვეყანაში ყველა პროდუქტის ფასების გაზრდა მოხდება.
ქუთაისში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა აქცია გამართეს
10 დეკემბერი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
თეგები: ავტომობილი • აქცია • აქციზი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები