|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

14 წლის არასრულწლოვანს ინტიმური კადრებით აშანტაჟებდა - პირს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, ასევე 16 წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის – ,,Instagram”-ის ყალბი ანგარიშის მეშვეობით 14 წლის არასრულწლოვანთან მიმოწერას აწარმოებდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ვიდეომასალას უგზავნიდა.

ასევე, მუქარის და იძულების შედეგად, მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, რომლის გავრცელების მუქარით, არასრულწლოვანს სხვა ინტიმური მასალის გაგზავნას და მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა.

ბრალდებული დაზარალებულის დაყოლიებას სხვადასხვა გზით ცდილობდა, მათ შორის, არასრულწლოვანს და მასთან დაკავშირებულ პირებს ანგარიშზე პერიოდულად თანხას ურიცხავდა.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო, არასრულწლოვანმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა”, – აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის 1 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 141 მუხლის 1 ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა