ქუთაისის მერიის მტკიცების მიუხედავად, რომ საავტომობილო გზები იწმინდება, ადგილობრივები საწინააღმდეგოს აცხადებენ.
მდგომარეობას აპროტესტებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები. როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა აღნიშნა, ავტობუსების მძღოლების ნაწილმა მუშაობა უკვე შეწყვიტა, მალე დანარჩენებიც წავლენ სახლში.
მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს.
