შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იძებნება დაკარგული თმა

1 დეკემბერი, 2014 • ნიუპრესი • 22

იძებნება დაკარგული თმა

გოგონას მიკროავტობუსში თმა მოპარეს

ოზურგეთელ გოგონას, მარიკო აკობიძეს, თბილისში, ერთერთ მიკოავტობუსში მგზავრობისას თმა მოპარეს.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა, მაიკო ღლონტმა აცნობა.

მისივე თქმით, გოგონა მისი მოსწავლეა, ეს შემთხვევა კი ქვეყნის დედაქალაქში ამ დღეებში მოხდა.

“რამე თუ გამაოცებდა,არ მეგონა,მაგრამ მოდი და ნუ გაოცდებით!წარმოგიდგენიათ?ჩემს მოსწავლეს სამარშრუტო ტაქსიში მოჰპარეს, არც მეტი,არც ნაკლები, თმა. უბრალოდ,მოაჭრეს ნაწნავი და წაიღეს!!! ასეთი რამ გაგიგიათ?” – წერს პედაგოგი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

წყარო: ,,გურიის მოამბე“

თეგები: თმამარიკო აკობიძენაწნავისაინტერესო ამბები