ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ამინდის მოსალოდნელი პროგნოზი საქართველოში

24 დეკემბერი, 2016 • ანუკა ლიპარიშვილი • 1

ამინდის მოსალოდნელი პროგნოზი საქართველოში

გაეროს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 დეკემბერს საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოთოვს. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ყინვა შესუსტდება და დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 10-12 გრადუსი იქნება; მთიან რაიონებში -2;+3; ხოლო მაღალმთაში – 0;-5 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0-5 გრადუსი იქნება. შესაბამისად, ყინვა მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც შესუსტდება.

ყინვა შესუსტდება დღეს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც -3-5 გრადუსამდე; ზოგიერთ რაიონში +2 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში ყინვები -5-13 გრადუსამდე შენარჩუნდება.

25-26 დეკემბერს კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი თოვლის სახით.
დაბლობსა და ბარში დღის ტემპერატურა 1-6 გრადუსი იქნება; მთიან რაიონებში –
-2;+3; მაღალმთიან რაიონებში კი -6-1 გრადუსი იქნება.

თეგები: ამინდი