სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რისთვის ითხოვს ქუთაისის მერია სესხს?

28 დეკემბერი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

რისთვის ითხოვს ქუთაისის  მერია სესხს?

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“ ქუთაისის მერია 260 ათას ლარს სესხად აიღებს, ასევე მიიღებს 58 ათას ლარიან გრანტს. აღნიშნული თანხით 2 ერთეული თანამედროვე სტანდარტების ნაგამზიდვის შეძენა იგეგმება.

„ორი ერთეული თანაედროვე სტანდარტების ნაგამზიდის შესაძენად განვითარების ფონდიდან 58 ათასი ლარის გრანს ვიღებთ, ასევე 260 ათასი ლარის ოდენობის სესხს, რომელიც არის შეღავათიან ფასებში, 10 წლიანი ვადით. აღნიშნული თანხა, თანამედროვე ნაგავმზიდების შეძენას მოხმარდება“, – განაცხადა მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ საკრებულოს სხდომაზე.

საკრებულომ მერიის მოთხოვნა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

თეგები: მერიასესხისხდომა