სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

7 იანვრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

3 იანვარი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

7 იანვრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 იანვარს დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსი; მთაში -2;+3; მაღალმთაში -5; 0 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

5 იანვარს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს და 10-15 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 5-10 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ღამით -3 გრადუსი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება.

6 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში კი მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი, ღამით +2;+7გრადუსია მოსალოდნელი.

7 იანვარსაც დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერი 13-15 გრადუსამდე გათბება.

8 იანვრის შემდეგ საქართველოში ამინდი შესაძლოა შეიცვალოს.

7 იანვრის ჩათვლით საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ხვალ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მცირე თოვლია მოსალოდნელი, დაბლობში კი უნალექო ამინდი იქნება.

თეგები: ამინდი