ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ნაპოვნი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია

8 იანვარი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ნაპოვნი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია

ქუთაისში ნაპოვნი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების განცხადებით, გოგონას მკურნალობა დაწყებულია, რაც როგორც დიაგნოსტიკურ, ასევე ლაბორატორიულ კვლევებს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, გუშინ ახალშობილი ავტომშენებლის ქუჩაზე, პოლიეთილენის პარკში გახვეული იპოვეს. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ უმუქრებოდა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

თეგები: ახალშობილინაპოვნი