სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნაციონალურ მოძრაობაში” 20 იანვრის ყრილობის დელეგატთა შერჩევა მიმდინარეობს

8 იანვარი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

“ნაციონალურ მოძრაობაში” 20 იანვრის ყრილობის დელეგატთა შერჩევა მიმდინარეობს

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციაში დღეს კონფერენცია იმართება, სადაც 20 იანვრის ყრილობის დელეგატები შეირჩევა,- ამის შესახებ “ნიუპრესს” საკრებულოს დეპუტატმა გია უკლებამ განუცხადა.

„რადგანაც ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და მაჟორიტარი კანდიდატები არ დაეთანხმნენ დელეგატების გამგზავრებას 20 იანვრის ყრილობაზე, ამიტომ კონფერენციის მოწვევის მოთხოვნით პარტიის წევრების მიერ შეგროვებული 461 ხელმოწერება გადაეგზავნა 20 იანვრის ყრილობის კომისიას. შედეგად მივიღეთ თანხმობა, ჩატარდეს საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია, სადაც განისაზღვრება დელეგატთა რაოდენობა და ვინაობა“, -განაცხადა უკლებამ.

მისი თქმით, თუ თავდაპირველად დელეგატთა რაოდენობა 200-მდე იყო განსაზღვრული, ახლა ქუთაისიდან 400-ზე მეტი წარმომადგენლის შერჩევა მოხდება.

რადგანაც დელეგატთა სიას ხელს არ აწერს საქალაქო ორგანიზაცის თავმჯდომარე გია თევდორაძე, უკლებას თქმით, ამ სიას ხელს აღმასრულებელი მდივანი ვალერი კლდიაშვილი და საკრებულოს წევრები გია უკლება და ბესიკ ბრეგაძე მოაწერენ.

“გია თევდორაძე და დავით გოგისვანიძე მათდა სამწუხაროდ, საკუთარ პარტიაში უმცირესობაში არიან”, -განაცხადა უკლებამ.

თეგები: 20 იანვარინაციონალური მოძრაობაყრილობა