ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაიშლება თუ არა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა”?

12 იანვარი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

დაიშლება თუ არა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა”?

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია თავმჯდომარემ დატოვა. გია თევდორაძეთან ერთად პარტიას საკრებულოს წევრები დავით გოგისვანიძე და ამირან ძოწენიძე ემიჯნებიან. პარტიაში რჩება საკრებულოს ორი დეპუტატი გია უკლება და ბესიკ ბრეგაძე.

დაიშლება თუ არა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, ამის შესახებ დეპუტატები განცხადებას დღის მეორე ნახევარში გააკეთებენ. ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, ის რჩება პარტიაში, თუმცა ფრაქციის შესახებ გადაწყვეტილებას პარტიის ყრილობის შემდეგ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ ოფისში ყრილობა დღეს 15:00 საათზე გაიმართება.

თეგები: ნაციონალური მოძრაობასია