სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ბოტანიკური ბაღში” რეორგანიზაცია თანამშრომელთა მეოთხედს შეეხო

13 იანვარი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

“ბოტანიკური ბაღში” რეორგანიზაცია თანამშრომელთა მეოთხედს შეეხო

ქუთაისის მერიის ააიპი ბოტანიკური ბაღში რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე 10 ადამიანი დარჩა. ამის შესახებ ბრძანებები მათ ცოტა ხნის წინ გადაეცათ.

ფაქტს ადასტურებს ააიპის დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი. მისი თქმით, რეორგანიზაცია სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ ადამიანებს შეეხო, მათ შორის, გაუქმდა დირექტორის მოადგილის შტატი, სამსახურიდან წასვლა მოუწიათ სპეციალისტებსა და ერთ მებაღესაც კი.

ჩეჩელაშვილის განმარტებით, ოპტიმიზაცია ისე განხორციელდა, რომ “ბოტანიკური ბაღის” ინტერესები ნაკლებად დაზარალებულიყო.

ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა რაოდენობა 43 ადამიანს შეადგენდა, რეორგანიზაცია დაახლოებით მეოთხედს შეეხო.

თეგები: ბოტანიკური ბაღითემურ ჩეჩელაშვილი