შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი მძარცველი დააკავეს

15 იანვარი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 114

სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი მძარცველი დააკავეს

ბრალდებულმა ახალი წლის ღამეს სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა.

ყაჩაღობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ბათუმში სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი დაიჭირეს.

ბრალდებული ბათუმში, ახალი წლის ღამეს სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული ჯ.მ. ბათუმში დააკავეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თეგები: სანტაყაჩაღობა