ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისში 33-მდე ობიექტს ყიდის

19 იანვარი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისში 33-მდე ობიექტს ყიდის

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქუთაისში 33-მდე ობიექტს ყიდის. ამ დროისთვის სააგენტოს მიერ ქალაქის სხვადასხვა უბანში განთავსებული შენობა-ნაგებობები სხვადასხვა ფასადაა შეფასებული.

ზუსტი მონაცემები, ქუთაისში მდებარე რამდენი ობიექტია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ გასულ წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მერიამ 50-მდე სხვადასხვა ფართობისა და დანიშნულების მქონე ობიექტის გადმოცემა მოითხოვა. ამათგან, 18-ზე თანხმობა მიიღო, 12 ობიექტზე უარი. რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს, სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს განხილვა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასხვისდა ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მაკდონალდსის“ მშენებლობას პროტესი მოყვა.

თეგები: აუქციონითვითმმართველობაობიექტები