სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში გია ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

24 იანვარი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში გია ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

ქუთაისში გია ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

აქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაიგეგმა და 18:00 საათზე ქალაქის მერიის წინ მოეწყობა. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მოეწყობა მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.

“დღეს, ქუთაისში, 18:00 სთ-ზე მერიის შენობიდან, ვიწყებთ მშვიდობიან მსვლელობას ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცის გია ცერცვაძის მხარდასაჭერად, ვისაც გული შეგტკივათ ჩვენს ჯარისკაცზე, შეგიძლიათ შემოგვიერთდით”, -წერს გია ულება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში დააკავეს. ინტერპოლით ძებნა რუსეთის მოთხოვნის გამო მოხდა. მის მხარდასაჭერად საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა.

თეგები: აქციაჯარისკაცი