ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მაკდონალდსში” 60-მდე ადგილობრივი დასაქმდება” [VIDEO]

24 იანვარი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“მაკდონალდსში” 60-მდე ადგილობრივი დასაქმდება” [VIDEO]

ქუთაისში დემოკრატიული განვითარების ცენტრში ქალაქში “მაკდონალდსის” მშენებლობის საკითხზე საჯარო დისკუსია მიმდინარეობს, რომელსაც როგორც ქალაქის თვითმმართველობის, ასევე კომპანიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებიან.

კომპანიის წარმომადგენლის ნიკოლოზ დარბაისელის განცხადებით, “მაკდონალდსის” შემოსვლა ნიშნავს ქუთაისის განვითარებას, ის სწორედ ქალაქის ცენტრში უნდა მდებარეობდეს, რომ ტურისტებისათვის ადვილად მისაგნები იყოს.

მისი თქვით, ობიექტიდან ქალაქი წლიურად მილიონ ლარს მიიღებს. რაც შეეხება დასაქმებას, ახალ რესტორანში 60-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

ოპონენტების რეაქციის პასუხად კი დარბაისელმა განაცხადა, რომ ამით ისინი ქალაქში ინვესტიციის შემოსვლას ებრძვიან.

ქუთაისელი არქიტექტორის, ქალაქის ყოფილი მერის დავით მელქაძის განცხადებით კი, ამჟამად შერჩეულ ადგილზე მშენებლობის დაპროექტება არ შეიძლება.

თეგები: „მაკდონალდსი“აქციაქუთაისი