თბილისში რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი გოგონა ქუთაისელი სოფო ბერიძეა.
გოგონა, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 276-ე მუხლით მიმდინარეობს.