იმერეთის რეგიონში გამანაწილებელი ქსელების ავარიული დაზიანების გამო დღეს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ნიკეას აბონენტებს.
როგორც “ნიუპრესისთვის” გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს, შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგება #30, #32, #34, #36, #40 კორპუსებისათვის 18:00 საათზე მოხდება.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114