ქუთაისის საფეხბურთო გუნდი “ტორპედო” ჯილდოს მფლობელი გახდა.
გამარჯვებული ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა 2014-2016 წლების შედეგების მიხედვით გამოავლინა.
სპორტის სფეროში სახელმწიფო საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო კრიტერიუმით შ.პ.ს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისს“ მიაკუთვნა პირველი ადგილი ოქროს რეიტინგში, როგორც იმერეთის, ასევე ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას კლუბის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, კლუბს გამარჯვებულის შესაბამისი ჯილდო და სერტიფიკატი გადაეცა.