სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

5 თებერვალი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

უახლოესი დღეების  ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მომატება.

5 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა იყოს მცირე წვიმა, მთაში ღამით მოთოვს.

6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა ზოგიერთ რაიონში იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ღამით ითოვებს.

4-6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-12 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6-8 გრადუსი იქნება.

ღამით ყინვები შემცირდება.

თეგები: ამინდი