სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში დაზიანებული გზების შეკეთებაზე 539 900 ათასი დაიხარჯება

9 თებერვალი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში დაზიანებული გზების შეკეთებაზე  539 900 ათასი დაიხარჯება

ქალაქში დიდთოვლობისა და ყინულის გამო დაზიანებული გზების შეკეთება დაიწყო- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

სამუშოებისათვის 539 900 ათასი ლარი დაიხარჯება. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ფირმამ „დაგი +“ გაიმარჯვა, რომელმაც ე.წ. ორმოულის სამუშაოები უნდა შეასრულოს.

პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალური ნაწილი შეკეთდება, რომლის შემდეგ ამინდის შესაბამისად მოხდება სხვა ქუჩების შეკეთებაც.

დაზიანებული გზა უკვე შეკეთდა წითელ ხიდზეც.

მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს ვიცე-მერი და ინფრასტრუქტურის სამსახური უწევს.

თეგები: გზებიდაგი+შეკეთება