ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის „ტორპედო“ „სლობოდასთან“ დამარცხდა

11 თებერვალი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის „ტორპედო“ „სლობოდასთან“ დამარცხდა

10 თებერვალს თურქეთში გამართული მატჩი ქუთაისის საფეხბურთო გუნდ „ტორპედოს“ დამარცხებით დასრულდა. „ტორპედო“ ბოსნია-ჰერცოგოვინას გუნდ „სლობოდასთან“ 0:1 დამარცხდა.

მე-5 წუთზე „ტორპედოელთა“ საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთით ტუზლელთა ფეხბურთელმა სულეიმან კრპიჩმა ანგარიში გახსნა.

თამაშის დროს “ტორპედოს“ შალვა ფურცხვანიძე, გაბრიელ საღრიშვილი, ლაშა კუჭუხიძე და როინ კვასხვაძე ვერ ეხმარებოდნენ.

მომდევნო საკონტროლო მატჩში, 13 თებერვალს ქუთაისელები უკრაინის პირველლიგელ ჩერნიგოვის “დესნას“ ეთამაშებიან.

თეგები: სპორტიტორპედო