სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისისა და პოზნანის უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამები იგეგმება

14 თებერვალი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისისა და პოზნანის უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამები იგეგმება

ქუთაისთან დამეგობრებული პოლონეთის ქალაქ პოზნანის უნივერსიტეტების წარმომადგენლები დღეს ქალაქის მერიის სხდომათა დარბაზში ქუთაისელ კოლეგებს შეხვდნენ.

შეხვედრას სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პოლონეთის დელეგაციას ქალაქ პოზნანის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი მიხალ კაცმარეკი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანს ორი დამეგობრებული ქალაქის უნივერსიტეტებს შორის კონტაქტების გაღრმავება და გაცვლითი პროგრამები წარმოადგენს.

თეგები: პოზნანიუნივერსიტეტი