ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“იმერეთიდან აქციას “ნაციონალური მოძრაობის” ათასზე მეტი აქტივისტი უერთდება”

19 თებერვალი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

“იმერეთიდან აქციას  “ნაციონალური მოძრაობის” ათასზე მეტი აქტივისტი უერთდება”

“რუსთავი 2” მხარდამჭერ აქციას იმერეთიდან “ნაციონალური მოძრაობის” ათასზე მეტი აქტივისტი შეუერთდება – ამის შესახებ “ნიუპრესს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ განუცხადა.

“მთელი იმერეთის მასშტაბით ათასზე მეტი აქტივისტი უერთდება აქციას, დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ დახუროს “რუსთავი -2″ და დაასრულოს ის პროცესები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიდის, მიგვაჩნია, რომ დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – განაცხადა შუშანიამ.

მისი თქმით, რუსთავი 2-ის მხარდამჭერები, რომლებიც იმერეთიდან გაემგზავრნენ, აქციის მონაწილეებს ვარდების მოედნიდან შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს გაიმართება. აქციას “რუსთავი 2” თანამშრომლებთან და გულშემატკივრებთან ერთად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.

(ფოტო არქივიდან)

თეგები: აქციარუსთავი 2სიტყვის თავისუფლება