სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს

26 თებერვალი, 2017 • ნიუპრესი • 1

მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს

შსს-ს მაშველებმა სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების განცხადებით, შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ ,,112″ -ში შევიდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია.

ამჟამად სერბი ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში იმყოფება.

თეგები: მაშველებიტურისტი