შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში მამაკაცი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და დააყაჩაღეს

26 თებერვალი, 2017 • ნიუპრესი • 109

წყალტუბოში მამაკაცი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და დააყაჩაღეს

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

წყალტუბოში, ზედა მესხეთში მცხოვრები ერთგული შალამბერიძე საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.

kutaisitoday-ის ინფორმაციით, მას თავს რამდენიმე უცნობი პირი დაესხა, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ავტომანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის შემდეგ გატაცებული პირი სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე იპოვეს.

ამჟამად დაზარალებული დაკითხვაზე იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით ძიება 179-ე მუხლით მოიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს, ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. როგორც ცნობილია, ყაჩაღბმა დაზარალებულს ის თანხა წაართვეს, რაც მას იმ დროს თან ქონდა. წართმეული თანხა 5 ლარი და 20 ევროა.

შალამბერიძის ახლობლები პოლიციას გულგრილობაში ადანაშულებენ. მათი განცხადებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სამართალდამცველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება არ გამოიძახეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შალამბერიძეების სახლში ქურდობა მოხდა, რომელიც ამ დრომდე არ გახსნილა.

თეგები: ყაჩაღობაწყალტუბო