შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბექა ღვინიაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა

26 თებერვალი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 29

ბექა ღვინიაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა

ძიუდოს გრან პრი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის ბოლო სათამაშო დღეს, ქართველმა ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ) ფინალურ დაპირისპირებაში რუს, ხუსენ ხალმურზაევს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

გრან პრის ბოლო სათამაშო დღე წარმატებული მხოლოდ ღვინიაშვილისთვის გამოდგა, რადგან ტაველური, მატიაშვილი და ოქრუაშვილი გათამაშებას გამოეთიშნენ.

ჯამში, დიუსელდორფის გრან პრიზე, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თეგები: ბექა ღვინიაშვილიგერმანიადიუსელდორფისპორტი