საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წლის პირველ მარტს 157 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 8 ქალბატონ მსჯავრდებულს და 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს, ამის შესახებ დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა. შეწყალების საკითხთა კომისიამ 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 890 პირის საკითხი განიხილა. 93 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა, რომელთაგან 6 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანია. შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახითშეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, მათ შორის 2 ქალბატონს.
საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა
1 მარტი, 2017 • ნიუპრესი • 1
თეგები: შეწყალება
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები