ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აპირებს თუ არა შოთა მურღულია მეორე ვადით ქუთაისის მერობას?

4 მარტი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

აპირებს თუ არა შოთა მურღულია მეორე ვადით ქუთაისის მერობას?

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართევლოში ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნები გაიმართება. აპირებს თუ არა შოთა მურღულია მეორე ვადით მერობას, ამ კითხვაზე ქალაქის მერი პასუხობს, რომ ეს ცალსახად მისი გადასაწყვეტი არ არის.

“ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ეს არ არის დამოკიდებული ჩემს სურვილზე. ეს არის გუნდის გადასაწყვეტი, მე გუნდურად მომუშავე ვარ, ამიტომ არ ვიცი იქნება თუ არა ჩემი კანდიდატურა დასახელებული”, – განაცხადა მურღულიამ და აღნიშნა, რომ მას სურს ქვეყნის განვითარებას ემსახუროს.

შოთა მურღულია ქუთაისის მერის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. ის ჯერ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2014 წელს კი არჩევნებში გაიმარჯვა.

თეგები: არჩევნებიმერობამურღულია