შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მძღოლებმა და ავტოიმპორტიორებმა აქცია გამართეს

5 მარტი, 2017 • ნიუპრესი • 49

ქუთაისში  მძღოლებმა და ავტოიმპორტიორებმა აქცია გამართეს

აქციის მონაწილეებმა საწვავზე გაზრდილი ფასი გააპროტესტეს.

ქუთაისში ავტოიმპორტიორებმა და მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. “არა საწვავის ფასის ზრდას!”, “არა აქციზს!”, – ამ სლოგანით აქციის მონაწილეებმა საწვავზე გაზრდილი ფასი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, საწვავზე გაზრდილი ფასის გამო ისინი იძულებული არიან მანქანებზე უარი თქვან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.
„უკვე რამდენიმე კვირაა, საკუთარი ავტომობილი ავტოფარეხიდან არ გამომიყვანია, რადგან საწვავს კატასტროფული ფასი აქვს. ვითხოვთ საწვავის ფასის შემცირებას და აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას“, – განაცხადა აქციის ერთ ერთმა მონაწილემ დათო ვარდანიძემ.
მძღოლებმა პროტესტის ნიშნად გაბმული სიგნალები ჩართეს და ჰაერში ფერადი ფოიერვერკები გაუშვებს.

თეგები: ავტომობილიაქციააქციზი