ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

6 მარტი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა არ იციან, ის რადგან აღნიშნულ კორპუსში არ ცხოვრობდა.

“ნიუპრესის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ფსიქოტროპული ნივთიერების ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყო.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

თეგები: გარდაცვლილიმამაკაცი