შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “რუსთავი 2” -ის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა [VIDEO]

7 მარტი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 25

ქუთაისში “რუსთავი 2” -ის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა  გაიმართა  [VIDEO]

“ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ფლაერები დაარიგეს.

ქუთაისში “რუსთავი 2 “-ის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მოეწყო. “ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ფლაერებს დაარიგეს. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდნენ და თავიანთი პოზიცია გამოხატონ.

“რუსთავი 2 არის სიტყვის თავისუფლების, ზოგადად, თავისუფლების, დემოკრატიის და ქვეყნის განვითარების სიმბოლო. ვიდრე ამ ქვეყანაში ალტერნატიული აზრის გამოთქმა იქნება შესაძლებელი, ქვეყნის განვითარებას შანსი ექნება. მიუხედავად გემოვნებისა, მოსწონს თუ არა ვინმეს რუსთავი 2, მოვუწოდებ თანამოქალაქეებს მოვიდნენ აქციაზე და მხარი დაუჭირონ სიტყვის თავისუფლებას”,- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა გია თევდორაძემ.

რუსთავი 2 -ის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი 11 მარტს არის 14 საათზე თბილისში გაიმართება.

თეგები: რუსთავი 2სიტყვის თავისუფლება