სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

8 მარტი, 2017 • ნიუპრესი • 200

თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფოს ბრიგადები იყო მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.

თეგები: ავარიაშსს