“წერილები დაჩის“ – ამ სახელწოდებით გამოიცა წიგნი, რომელიც ოტია იოსელიანის წერილების მიხედვით შეიქმნა. წიგნში მწერლის ის წერილებია შესული, რომლებიც მან შვილს დაჩი იოსელიანს მიწერა. წიგნი „დაჩის ზღაპრების“ თითქოსდა გაგრძელებაა, ოღონდ – არა ზღაპარი, არამედ პუბლიცისტურ შემეცნებითი ხასიათის.
წერილების ადრესატის თქმით, ეს არ არის მხოლოდ მამა-შვილის, არამედ თაობათა საუბარი, რომლითაც ოტია იოსელიანი სხვადასხვა თემებს ეხმიანებოდა.
წიგნი ილუსტრირებულია და მისი პრეზენტაცია ხვალ თბილისში გაიმართება.