შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შიდა ტურიზმის მოთხოვნად ადგილებში იმერეთი ლიდერ პოზიციაზეა

16 მარტი, 2017 • ნიუპრესი • 147

შიდა ტურიზმის მოთხოვნად ადგილებში იმერეთი ლიდერ პოზიციაზეა

გასულ წელს ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტების მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

გასულ წელს ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტების მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, შიდა ტურიზმის ყველაზე დიდი წილი კვლავ თბილისზე მოდის, სადაც ვიზიტების 24% განხორციელდა. თბილისის შემდეგ იმერეთი ლიდერობს 20%-ით. მესამე ადგილზეა აჭარა -10%-ით.

ვიზიტების მიზანს უმეტესად მეგობრის და ნათესავის მონახულება წარმოადგენს (52%), ვიზიტორების 9%-სთვის კი გართობა და რეკრეაცია, 11%-სთვის მკურნალობა, ხოლო 12%-სთვის შოპინგი.
ვიზიტების საერთო რაოდენობის 7,7% განხორციელდა კახეთში, ხოლო 7,5% კი სამეგრელო ზემო-სვანეთში. ვიზიტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში.

რაც შეეხება კმაყოფილების დონეს, ვიზიტორების უმრავლესობა (51%) ვიზიტით კმაყოფილი დარჩა, 29,5% ძალიან კმაყოფილი, ხოლო 15,8% კი არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო, გამოკითხული ვიზიტორების 2,5% ამბობს, რომ ვიზიტით უკმაყოფილოა, ხოლო 0,5% კი ძალიან უკმაყოფილო.

საშუალო ხარჯი ვიზიტზე 125 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 2 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია, აქედან ყველაზე დიდი წილი მოდის კვებასა და ტრანსპორტზე.

თეგები: ვიზიტიიმერეთილიდერი